ფილმის შესახებ დასახელება : სიბრაზის მართვა ორიგინალური დასახელება :Anger Management გამოშვების წელი : 2003 ჟანრი : დრამა, კომედია, მელოდრამა რეჟისორი : Peter Segal როლებში :
ჯეკ ნიკოლსონი, ადამ სენდლერი, მარისა თომეი, ლუის გუზმანი, ჯონ ტურტურო,
ჯენიუერი ჯონსი, ჯონატან ლოუგრენი, კრისტა ალლენი, კურტ ფულერი
ფილმის აღწერა : არსებობს აგრესიული ადამიანების ორი კატეგორია, - თავის პაციენტს უყვებოდა
ექიმი რაიდელი. - პირველი, შენ მათ ხედავ, როდესაც მიდიხარ მაღაზიაში და
სალაროსთან თვალს ადევნებ ადამიანს, რომელიც მოლარეს მაღალ ხმაზე
ეჩხუბება, იმის გამო, რომ ის მის კუპონს არ ღებულობს.ეს ადამიანები
აგრესიულები არიან, მაგრამ ისინი გარეგნულად არიან აგრესიულები. მეორე
კატეგორია - ეს ინტროვენტრული აგრესორებია. ეს მოლარეა, რომელიც ჩუმად და
აუღელვებლად მოუსმენს მყვირალა ადამიანის ყველა მუქარას თავისი
მისამართით, მოითმენს, ორი წლის მერე კი ადუღდება, ,ოვა ამავე მაღაზიაში
შეიარაღებული და დახვრიტავს მთელ პერსონალს და მყიდველებს. თქვენ რიგზე
გაქვთ ნერვები? დეივ ბლეკიც ფიქრობდა, რომ ის - სრულიად ნორმალური
ადამიანია. რა მოხდა, ერთხელ თუ სტიუარდესას ეუხეშა - ვის არ მოსდის. და
ასეთი უმნიშვნელო რაღაცისთვის ადამიანი ფსიქოლოგთან შესაბამის კურსებზე
გაგზავნეს?